დაიმატეთ ნივთი კალათაში და დატოვეთ თქვენი მონაცემები შესავსებ ფორმაში. ჩვენ დაგიკავშირდებით შეკვეთის დასამოწმებლად. გადახდა პირად ანგარიშზე. მიტანა: თვითგატანა ქობულეთში ან ვაგზავნით საქართველოს ფოსტით. საქართველოს ფოსტის მომსახურება ცალკე საფასურია და არ შედის ნივთის ღირებულებაში.
თევზაობის სურათები ჩვენი სატყუარებით დაჭერილი თევზებით
კითხვები
სხვადასხვა სეზონზე სპინინგით შესაძლებელია დაიჭიროთ: სტავრიდა, ლუფარი, პელამიდა, სარღანი, ლავრაკი (სი ბასი), ქაშაყი, დრაკონი, სპაო (საკირი), სკორპენა, ზღვის ძროხა, ღორჯო, ნალიმი, მარმირი.
ზღვაზე სპინინგით თევზაობისთვის მეტწილად გამოიყენება პილკერები (Metal Jig), სილიკონები, ვობლერების ნაირსახეობები (სტიკები და პენსილები). ასევე ეფექტურია "საბიკი რიგ" დამძიმებული პილკერით, რისი შეკვეთაც შეგიძლიათ ჩვენთან.
ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ ამირან ნოზაძე ფასიანი თევზაობის შეკვეთით. შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე (პუნქტი მენიუში - ნავის ქირაობა.) ან დაგვირეკეთ ტელეფონზე. ან მოგვწერეთ ტელეგრამზე.
დიახ. მაგალითად სტავრიდა აქტიურდება მაისიდან ვიდრე ნოემბრამდე ცვალებადი ინტენსივობით. ლუფარი და პელამიდა აგვისტოდან ნოემბრამდე. სარღანი სექტემბრიდან თებერვლამდე. სპაო მაისიდან აგვისტომდე.
დიახ არის. ასეთებია: ზღვის დრაკონი, ზღვის ჩიქვი (სკორპენა) და ზღვის ძროხა. მათი შხამი მჩხვლეტავ ეკლებშია. ამ თევზებით შხამი სიცოცხლისთვის საშიშია არ არის მაგრამ ძალიან მტკივნეულია და მათი ანკესიდან მოხსნა ჯობია დამხმარე საშუალებებით.