ვოლფრამის ჯიგთავი მოზრდილი და გამძლე Mustad-ის ნემსკავით. ნემსკავს აქვს სილიკონის ჩამოცურებისგან დამცავი კბილები, რაც მოხერხებულია საურაგული სილიკონებისთვის. ვოლფრამის ჯიგთავი ასევე როკ-ფიშინგის სტილის თევზაობისთვის ერთერთი საუკეთესო სატყუარაა. ულტრა-ლაით კოატეგორიის სპინინგით სათევზაოდ შავ ზღვაში პელაგიკური მტაცებლებისთვის (სტავრიდა, ზღვის ქორჭილა, სპაო, მარმირი, ქოთეხი, და ა.შ.) სატყუარა ჯიგ-თავი შესაბამისი სილიკონით აღჭურვილი მოგანიჭებთ დიდ სიამოვნებას. ვოლფრამით დამძიმებული ჯიგთავი კი იძლევა დიდ უპირატესობას, განსაკუთრებით ზემსუბუქ კოტეგორიაში. იგი გაცილებით ჩქარე იძირება ვინემ ტყვია. მეტად უმკლავდება დინებას. ნაკლები მოცულობა თევზსაც ნაკლებათ აფრთხობს. ტყვიის სიმძიმედან ვოლფრამზე გადასვლა მხოლოდ დადებით თვისებს შეჰმატებს თქვენს თევზაობას.